"ქვეყნის დემოგრაფიული კატასტროფის მომასწავებელია..." - რა საფრთხეზე წერს რომან გოცირიძე?
პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კვლავ სწარაფი ტემპით ხდება საქართველოდან სამუშაო ძალის გადინება უცხოეთში.
"საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 %-ით შემცირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ სწარაფი ტემპით ხდება საქართველოდან სამუშაო ძალის გადინება უცხოეთში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უცხოელებისათვის, პირველ რიგში, საქართველოში გადმოსახლებული რუსეთის მოქალაქეებისათვის.
ის, რაც ერთი შეხედვით კარგი ჩანს, სინამდვილეში ქვეყნის დემოგრაფიული კატასტროფის მომასწავებელია", - წერს გოცირიძე.