თეგებით ძიება

„თუ ერთხელ ხელს მოაწერ იმაზე, რაც წესიერებას, სიმართლეს, სინდისს ეწინააღმდეგება, ცხოვრების ბოლომდე ყველაფერზეხლისმომწერად დარჩები...“ - რას წერს ირმა ინაშვილი?

პოლიტიკოსი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მამაჩემი მეტყოდა ხოლმე: მუშაობას რომ დაიწყებ,  აღმოაჩენ: ზოგჯერ შენგან ისეთ რამეს მოითხოვენ, რაც შენთვის მიუღებელი იქნება. გაბრაზდები. თავს შეურაცხყოფილად იგრძნობ. მერე ზოგი ან ეწინააღმდეგება ამგვარ დავალება-შემოთავაზებას, ან ეთანხმება. არჩევანი შენ უნდა გააკეთო. დამთანხმებლებს ხელს შეუწყობენ, გზას გაუხსნიან, შენ- ხელს შეგიშლიან. ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლების გადალახვა მოგიწევს. შეიძლება, შენს საყვარელ საქმეზე ხელიც ჩაგაქნევინონ. 

ჩაიბეჭდე გონებაში: თუ ერთხელ ხელს მოაწერ იმაზე, რაც წესიერებას, სიმართლეს, სინდისს ეწინააღმდეგება, ცხოვრების ბოლომდე ნელ-ნელა დაინგრევი. მერე შენგან ადამიანი აღარ დარჩება. ყველაფერზეხლისმომწერად დარჩები... ამიტომ უნდა შეგეძლოს უარის თქმა, წინააღმდეგობის გაწევა მაშინ, როცა არასწორ სიტყვას ან ქმედებას მოითხოვენ შენგან. მაინც და მაინც ჩხუბი არაა საჭირო (შენ რომ გახასიათებს), მშვიდად და პრინციპულად აარიდე თავი ასეთ ხაფანგებსო. სიბრძნე გამოიჩინე, სიბრძნეო. 

ახლა, ამ 53 წლის გადმოსახედიდან  უფრო მეტად ვაფასებ მამაჩემის შეგონებებს... ჩამოაწიკწიკებდა ფურცელზე და დილით გვხვდებოდა მაგიდაზე... თურმე, რას გვასწავლიდა და ჩვენ მაშინ არაფერიც არ გვესმოდა. 

ყველაფრისმკადრებლობა, ყველაფერზეხელისმომწერობა, საუბედუროდ, დღეს პროფესიადაა ქცეული“, - წერს ინაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა