ღვარცოფი სტეფანწმინდაში - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალური განცხადებ
დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ღვარცოფმა გაიარა. - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს არსებული გეოდინამიკური პირობები, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.
"დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.