თეგებით ძიება
18. 08. 2023 მსოფლიო

პრაღაში პუტინის მხარდამჭერი რუსი საოპერო მომღერლის კონცერტი გაუქმდა

ორგანიზატორებმა გააუქმეს რუსი საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს დაგეგმილი კონცერტი, რომელიც ოქტომბერში, პრაღის მუნიციპალურ სახლში უნდა გამართულიყო. უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილი არტისტის სპექტაკლის წინააღმდეგ პრაღის მმართველი კოალიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ. კონცერტის ორგანიზატორი სააგენტოს ხელმძღვანელის, ალენა კუნერტოვას თქმით, ეს გადაწყვეტილება მხარეებმა ერთობლივად მიიღეს და ანა ნეტრებკო პრაღის მუნიციპალური სახლისგან კომპენსაციას არ მოითხოვს. შეთანხმებას მიესალმა პრაღის მერის მოადგილე კულტურის საკითხებში, ირჟი პოსპიშილი, რომელიც პირველი იყო, ვინც რუსი მომღერლის კონცერტის წინააღმდეგ გამოვიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა