რიკოთის უღელტეხილზე, საამქროში ერთი მუშა დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
ფორმულას ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.
ცნობილია ის, რომ დაზიანებები მიღებული აქვთ საამქროში მუშაობის დროს, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ. ფორმულას ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის მოქალაქეა, დაშავებული კი - საქართველოსი.
შსს-ში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.