ირლანდიაში საბანკო შეცდომის გამო, ყველა მსურველს ბანკომატიდან 1000 ევროს გატანა შეეძლო
ირლანდიაში, ტექნიკური ხარვეზის გამო, ნებისმიერი ადამიანს, ვისაც ბანკომატიდან თანხის განაღდება სურდა 1000 ევროს გამოტანა შეეძლო, იმის მიუხედავად ჰქონდათ თუ არა ანგარიშზე საკმარისი თანხა.
ამბის გახმაურების შემდეგ ბანკომატებს ათასობით ადამიანი მიაწყდა.
მოგვიანებით ბანკმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველა იმ პირს, რომელსაც ანგარიშზე საკმარისი ბალანსი არ ჰქონდა, თანხის დაბრუნება მოუწევს.