ბრიყვული შეკითხვა, როცა ვინმე უსაფრთხოებაზე ზრუნავს - "გეშინია ბიჭო?" - არის უზნეობა და ამკვიდრებს საფრთხიან ცხოვრების წესს - გოგა ჩანადირი
უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით (მათ შორის გზებზე), დაახლოებით 1000 ადამიანი მაინც იღუპება საქართველოში და 20 ათასზე მეტი ჯანმრთელობის დაზიანებას იღებს - ამის შესახებ ფოტოხხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.
„ბავშვობიდან უნდა ჩავუდოთ ადამიანებს უსაფრთხოების ნორმები და ვუთხრათ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ცურვა და საჭის მართვა, სიჩქარის გადაჭარბება და თვითმფრინავის დაჯდომამდე წამოდგომა არც კარგი ტიპობაა და არც უშიშრობას ნიშნავს.
კიდევ ბევრი რამე ითვლება ვითომ მაგრობად, სინამდვილეში კი მავნებლობაა საკუთარი და სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ.
და კიდევ ის ბრიყვული შეკითხვა, როცა ვინმე უსაფრთხოებაზე ზრუნავს - "გეშინია ბიჭო?" - არის უზნეობა და ამკვიდრებს საფრთხიან ცხოვრების წესს.
უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით (მათ შორის გზებზე), დაახლოებით 1000 ადამიანი მაინც იღუპება საქართველოში და 20 ათასზე მეტი ჯანმრთელობის დაზიანებას იღებს“ - წერს ჩანადირი.