პროკურატურამ შოვში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო
პროკურატურამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
"აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია.
PHR-ი აგრძელებს დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას მიაწვდის სიახლეებს საქმის განვითარებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.