თეგებით ძიება

არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ - ნიკა მელია

არცერთ პოლიტიკურ პარტიაში გადასვლას არ ვაპირებ, რომელი პლატფორმიდან ვიქნები ამ ბრძოლაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს -  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ “ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

„ვიქნები ბრძოლაში, იმავე ბრძოლაში, რომელშიც შემოვედი 2013 წელს და მიზანი და ამოცანა არ არის შესრულებული - ბიძინა ივანიშვილი არ არის დამარცხებული და მიმაჩნია, რომ ეს ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა არის, მაგრამ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ვიქნები იქ, სადაც არის სიმართლე, სადაც მოქალაქესთან საუბრის მე არ მრცხვენია. სადაც ვგრძნობ მორალურ უპირატესობას „ოცნებასთან“ დაკავშირებით ქართულ ზღაპრებშიც კი - როდესაც 9-თავიან გველეშაპს ებრძვი, შენ 3-4 თავიანი გველეშაპით იმ 9-თავიან გველეშაპს ვერ ამარცხებ, ამარცხებ სიმართლით,“ - ამბობს ნიკა მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა