დიდი დღეა - დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს აშშ-ს დაუპირისპირდება. მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე ბოლო საშინაო თამაშისთვის ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა. რუმინეთის მატჩისგან განსხვავებით, მწვრთნელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებს დავით ნინიაშვილი, ბექა გიგაშვილი და გიორგი კვესელაძე უბრუნდებიან – ისინი 19 აგვისტოს შეხვედრას სასტრატო შემადგენლობაში დაიწყებენ.
საქართველოსა და აშშ-ის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.