„ვერავის მივულოცავ ფერისცვალებას, როცა ამ წუთებშიც მამა საკუთარი შვილის ცხედარს ჩვენი გულებივით გაქვავებულ ტალახში ეძებს” – ირინა სარიშვილი
ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ფერისცვალებს დგება.
გიას დაბადების და მამაჩემის გარდაცვალების დღე.
არაფერს არ დავწერ მათზე, გულში შევინახავ. არ და ვერც დავწერ და ვერც ფერისცვალებას მივულოცავ ვერავის, როცა ამ წუთებშიც მამა საკუთარი შვილის ცხედარს ჩვენი გულებივით გაქვავებულ ტალახში ეძებს" .