თეგებით ძიება

წუხელ ღვარცოფი იყო - რა ხდება ყაზბეგში?

ყაზბეგის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა განაცხადა, რომ ყაზბეგში ღვარცოფი არ ჩამოწოლილა.

„რამდენჯერმე მოვისმინე, თითქოს თარგმანის მიმდებარედ გამოვიდა ადიდებული მდინარე, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს არ არის მდინარე, ეს არის კლდიდან გამოსული პატარა წყალი, რასაც შემდეგ წვიმის დიდი ნალექი დაემატა. ამან გამოიწვია ღვარცოფული ნაკადის გამოსვლა. ველოდებით გეოლოგების საბოლოო დასკვნას და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპზე მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა