ზაზა მესხის უფროსი შვილის ცხედარი იდენტიფიცირებულია
ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა. ინფორმაციად სოციალურ ქსელში მესხის ყოფილი მეუღლე ავრცელებს.
"მე-16 დღე: სევდიანი სიახლეday 16: sad news (English text below)ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ერთი ჩემი და Zaza Meskhiს შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი. მშვიდობით განისვენოს.
და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში... 🙏🏻UPD. კომენტარებში ვხედავ, რომ სახელის ნაცვლად წერთ "პატარა ანგელოზი"; ის ახლა ძალიან უხდება... მადლობა" - წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე.
ამ დრომდე ეძებენ ზაზა მესხსა და მის კიდევ ორ შვილს, ხოლო მისი მეუღლის ცხედარი სტიქიიდან მალევე იპოვეს.