თეგებით ძიება

„ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით დავასკვენით, რომ ის ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთია...“ - ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე

შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება დადასტურდა. სამწუხარო ფაქტს დაღუპული მოზარდის დედა ადასტურებს.

ბიჭის დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას და წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს:

„ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა