თეგებით ძიება

„ზოგი ასი წელი ცოცხლობს და იმის მეასედ სიყვარულს და სიკეთეს ვერ ტოვებს, რაც შენ ასეთი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შეძელი!“

CENN-ის აღმასრულებელ დირექტორს, ნანა ჯანაშიას, რომელიც მეხის დარტყმის შედეგად დაიღუპა, ემოციურად ემშვიდობებია.

„ვერასოდეს დავიჯერებ რომ შენ შეიძლება ცოცხალი არ იყო ნანა. შენნაირი ადამიანები უბრალოდ არ კვდებიან! 

ყველაზე მაგარო ადამიანო ვისაც კი შევხვედრივარ. ყველაზე სწორი, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ქართული და შესაბამისად ევროპული ღირებულებების მატარებელო.

მადლობა რომ იყავი და მადლობა რომ მქონდა ბედნიერება შენთან მეთანამშრომლა და მემეგობრა. 

ზოგი ასი წელი ცოცხლობს და იმის მეასედ სიყვარულს და სიკეთეს ვერ ტოვებს, რაც შენ ასეთი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შეძელი!

მიუხედავად იმისა, რომ იმქვეყნიური ამბების არც შენ, არც მე და არც ჩვენს საყვარელ ჭიჭიკო ჯანელიძეს არ გვჯეროდა, საბოლოოდ მაინც იმქვეყნად შევხვდებით!“- წერს ლევან სებისკვერაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა