თეგებით ძიება

მოსკოვის ორი აეროპორტი დრონებით თავდასხმის გამო მუშაობას დროებით წყვეტს

მოსკოვმა უკრაინული დრონების თავდასხმის გამო ორ მთავარ აეროპორტში მუშაობა დროებით შეწყვიტა. 

რუსული Telegram არხები წერენ, რომ აეროპორტებში შეფერხება დრონებით თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება.

Flightradar-ის მონაცემებით, „ვნუკოვოდან“ და „დომედედოვოდან“ თვითმფრინავები გადამისამართებულია „შერემეტიევოს“ აეროპორტში.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მოსკოვის აეროპორტმა დრონებით თავდასხმის გამო მუშაობა შეაჩერა.

მანამდე, 11 აგვისტოს მოსკოვში, ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაიკეტა. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მუშაობის შეჩერების მიზეზი, სავარაუდოდ, დრონია. პროპაგანდისტული მედია ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა