2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულ 7861 პირს შორის ყველაზე მეტი ქართველია
„2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებული იქნა 7861 ადამიანი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 27%-ით მეტია", - ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ "მარცხენა პარტიის" (Die Linke; Linkspartei) მოთხოვნაზე გაგზავნილ პასუხში, რომლის მიხედვიათ, გერმანიიდან ყველაზე ხშირად დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.
გერმანიის ხელისუფლების ცნობით, 30 ივნისის მდგომარეობით გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარება, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება.
ბუნდესტაგში Linkspartei-ის წარმომადგენლის კლარა ბიუნგერის თქმით, ყველაზე ხშირად დეპორტირებულებს ავსტრიაში აგზავნიდნენ, რაც უკავშირდება დუბლინის შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსის მსურველები შეუძლიათ, გერმანიიდან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში გაგზავნონ.
ბიუნგერმა გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები და დეპორტაციების რაოდენობის ზრდას "ჰუმანურობასა და ადამიანურობაზე თავდასხმა" უწოდა.