თეგებით ძიება

მოქალაქეები “ტინტოს” ძეგლის დადგმას ითხოვენ

მოქალაქეები თბილისში მაშველი ძაღლის, “ტინტოს” ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოდიან. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ძაღლი “ამ საჩუქარს” იმსახურებს.

“ექსკლუზიურად, გამოვდივარ ინიციატივით და თუ ვინმე მყავს თბილისის მერიაში აქ ( სამეგობროში) რომ მიაწვდინოს ხმა ქალაქის მერს, ჩემი სურვილია, თხოვნაა, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, თბილისში, მის სიცოცხლეშივე დაიდგას მაშველი ტინტოს ძეგლი.

მადლობა თუ ამას ყურად იღებს ქალაქის მერია, რადგან ბევრ ქვეყანაში არის ანალოგიური შემთხვევა, ტინტომ ხალხი იპოვა შოვში და ვფიქრობ იმსახურებს სიცოცხლეშივე ამ საჩუქარს. მადლობა წინასწარ მერიას,” – წერს რუსა შენგელია სოციალურ ქსელში.

წყარო: „სფეისნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა