თეგებით ძიება

„ქურდი ერთი კვირაა ჩემს ტელეფონს სხვადასხვა ლოკაციაზე დაატარებს ისე, რომ ამაში ხელს არავინ არ უშლის“ - ვინ აფარებს ხელს მობილური ტელეფონების ქურდებს?

სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს რომ ბათუმის სასტუმრო „მონო ჰილში“ ძვირადღირებული ტელეფონი და საფულე დაკარგა, თუმცა პოლიცია დაკარგულის ლარაფერს აკეთებს :

„დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუარა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ გაგიზიაროთ და დავაკონკრეტო თუ რამდენად არაფერი გაკეთდა ჩემი პრობლემის აღმოსაფხვრელად პოლიციის მიერ. 

13 აგვისტოს MONO HALL Batumiში დავკარგე ტელეფონი და საფულე (IPhone 14 Pro (512GB) წუთიერად ვიგრძენი და უბრალოდ ვერ დავეწიე. გასასვლელთან დავდექი და ვეხვეწებოდი დაცვას დამხმარებოდნენ, რომელიც შემომიბრუნდა და მითხრა გავწეულიყავი, რადგან ხელს ვუშლიდი ხალხის უზარმაზარი ნაკადის შემოსვლას. შემდგომ სივრციდან გამიყვანეს და გარეთ შსს-ს დაუკავშირდიო დამაბარეს. 

პოლიციაში მისულს ტელეფონი ცხელ კვალზე მქონდა დაკარგული და არავინ არ შემეხმიანა 1 საათის განმავლობაში. საქმე აღძრულია ბათუმის მეექვსე სამმართველოში. გამომძიებელმა ჩაწერა ინფორმაცია, "კარგად, საფუძვლიანად გამომკითხა", ამიგდო მასხრად, რომ ვუთხარი ძვირიანი ტელეფონიათქო და ღირებულება 5 000 ლარამდე იყო, გაიცინა- უი რამდენი მიგიცია, აქ უფრო  იაფად იპოვიდიო. გასათვალისწინებელია, რომ მონო ჰოლში იმ დღეს მოხდა მასიური ქურდობა ტელეფონების და გაუთავებლად შედიოდა ზარები პოლიციის განყოფილებაში. ბათუმში ჩვეულებრივი მსჯელობის საგანია, რომ მონო ჰოლში ყოველდღიური ქურდობა ხდება. გამომძიებელი კი საკუთარ თავზე არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას. ტელეფონის ზარებსაც კი აღარ იღებს. სად არ დავრეკე 112ში, თბილისის პოლიციასთან და ასე შემდეგ. არც კი გამიგია ახალი ინფორმაცია და ერთადერთი ვინც კი სიახლეს აწოდებს ტელეფონის ლოკაციასთან დაკავშირებით თავად მე ვარ და ამ ინფორმაციის მიღებაც კი არ უნდა. გადავეცი ტელეფონის რამდენიმე ლოკაცია, ბათუმსა და შემდეგ უკვე თბილისში, კონკრეტული მაღაზიის სახელწოდებებით სადაც იყო შეტანილი გასაყიდად. პასუხად მომიბრუნდა, რომ Find My ზუსტ ლოკაციას არ აჩვენებს. ტელეფონის ქურდი, რომ ჩემს ტელეფონს პოლიციაში თავად არ მიიტანს ეს ლოგიკურია. 

ყველაზე ცუდი ის არის, რომ  ინტერნეტ სივრცე სავსეა განბლოკილი, ანუ მოპარული და ბლოკ მოხსნილი ტელეფონების ყიდვა-გაყიდვით. ჩემი ტელეფონის ქურდი უკვე ერთი კვირაა ტელეფონს სხვადასხვა ლოკაციაზე დაატარებს, უპრობლემოდ, ისე, რომ ამაში ხელს არავინ არ უშლის. 

როდესაც მე ვითხოვ, მიპასუხონ არის თუარა სიახლე ჩემს მიერ აღძრულ საქმეზე, მპასუხობენ, რომ არ აქვთ უფლება ჩამაყენონ საქმის კურსში. 

გული მწყდება, რომ ჩემს ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს ქურდი თავისუფლად მოძრაობს და ფაქტიურად ნაქურდალის "გასაღება ლეგალურია" - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა