აშშ-ში დათვი ქორწილში შეიპარა და ყველა დესერტი შეჭამა (ვიდეო)
კოლორადელ ბრენდონ მარტინესს და კეილინ მაკკროს-მარტინესს ქორწილში დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია. სანამ ახალგაზრდები მინდორზე სურათების გადაღებით და საჰაერო ბუშტების გაშვებით ერთობოდნენ, საქორწინო კარავში დათვი შეიპარა და გემრიელი ნუგბარით სავსე მაგიდას მიუჯდა. როცა მექორწინეებმა დაუპატიჟებელი სტუმარი შენიშნეს და გააძევეს, ძალიან გვინ იყო - სუფრაზე აღარაფერი დარჩა. მსუნაგმა დათვმა ახალდაქორწინებულები და მათი სტუმრები სადღესასწაულ კერძებისა და ტკბილეულის გარეშე დატოვა.
პატარძალმა სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე მსუნაგი დათუნაც ჩანს, რომელიც მაგიდაზე დგას და ნამცხვრებს მიირთმევს. უჩვეულო ფოტოებმა მედიის ყურადღება მიიპყრო.
„დათვმა ჯერ ლიმონის ნამცხვრები მიირთვა, შემდეგ კანოლი, რომლის გასინჯვა განსაკუთრებით გვინდოდა. სამწუხაროდ, ჩვენ არაფერი დაგვიტოვა - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში პატარძალმა.