თეგებით ძიება

წარმომიდგენია რამდენი თანხა ჩაერიცხა..ასე თაღლითობენ ბავშვების ვიდეოებით - დომენიკ მანგო განცხადებას ავრცელებს

სანამ პირადად არ ჩავერთვები, აღარასდროს დავდებ აწი ასეთ რამეებს -  ბლოგერი დომენიკ მანგო წერს, რომ სოციალურ ქსელში მომრავლდნენ თაღლითები, რომლებიც არარსებული ავადმყოფობის „სამკურნალოდ“ ადამიანებს ფულს სძალავენ. 

„ქალმა მთხოვა, ბავშვი მყავს ცუდად, დამიდე ვიდეო და რაც დარჩება საჭირო თანხაზე უფრო მეტი, ტაის დავეხმარებიო. დავუდე ვიდეო, ნახა 200,000 ადამიანმა. წარმომიდგენია რამდენი თანხა ჩაერიცხა. 3000 ლარი სჭირდებოდა როგორც მახსოვს და მაგაზე ბევრჯერ მეტი ჩაერიცხებოდა. ისე გაუჩინარდა, აღარც ბავშვზე უთქვამს რამე და აღარც მითუმეტეს ტაი გახსენებიათ. ამიტომ არ ვდებ ამ ვიდეოებს. იხსნიან ვენებს, გიგზავნიან მილიონ ცრემლიან ვიდეოს და რაღაც ფურცლებს, როგორც ჩანს ფორმა100-საც აყალბებენ - მერე ასე თაღლითობენ ფაქტობრივად ბავშვების ვიდეოებოთ. სანამ პირადად არ ჩავერთვები, აღარასდროს აღარ დავდებ აწი ასეთ რამეებს“ - წერს დომენიკ მანგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა