სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეცხრამეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ
სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეცხრამეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აქტიურად მუშაოებენ. დაკარგულთა ძებნა მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, 800 ერთეული მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით მაშველები 5 ადამიანს ეძებენ. გუშინ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. კიდევ ერთ ცხედარს მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით მიაგნეს.
რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.