თეგებით ძიება
21. 08. 2023 მსოფლიო

გორან ბრეგოვიჩს მოლდოვაში ჩასვლაზე უარი უთხრეს

სერბ მუსიკოსს, გორან ბრეგოვიჩს მოლდოვაში ჩასვლაზე უარი უთხრეს. მომხდარის გამო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველი კოლეგისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. როგორც სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ბრეგოვიჩისთვის მოლდოვაში ჩასვლაზე უარის თქმა „არ შეესაბამება სერბეთსა და მოლდოვას შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს“ და კიშინეუს ამ ნაბიჯმა „სერბულ საზოგადოებაში ძალზედ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია“.

„ბრეგოვიჩი მთელ მსოფლიოში ატარებს კონცერტებს და ასეთ პრობლემებს არსად შეხვედრია“, – განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა.

გორან ბრეგოვიჩის კონცერტი მოლდოვაში ფესტივალზე 20 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა სასაზღვრო პოლიციამ მას მოლდოვის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრა.

როგორც მოლდოვის სასაზღვრო უწყებაში განაცხადეს, ბრეგოვიჩს 2022 წლიდან აქვს აკრძალული მოლდოვაში შესვლა და ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები.

ცნობისთვის 2015 წელს ბრეგოვიჩს უარი უთხრეს პოლონეთში გამოსვლაზეც, იმის გამო რომ მან ამავე წელს კონცერტი გამართა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა