თეგებით ძიება

„ევროპული საქართველო“ თუ გაიმარჯვებს, საპენსიო დანაზოგს სახლში გაგატანთ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ევროპული საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში ადამიანებს საპენსიო დანაზოგის გატანის საშუალება მიეცემათ.

„მეგობრებო, ევროპული საქართველო • European Georgia თუ გაიმარჯვებს, საპენსიო დანაზოგს სახლში გაგატანთ, ვისაც ამის სურვილი გექნებათ. 

ეს არ არის ახალი ამბავი. 

ბოკერიას საპარლამენტო დებატები და გამოსვლები ვისაც ახსოვს, ამაზე არაერთხელ უსაუბრია.

სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვაჩნია ტელემედია, რომელიც იმ საკითხებს დაუთმობდა დროს და იმ საკითხებზე აკამათებდა პარტიებს, რაც უშუალოდ თქვენ გეხებათ. ამიტომ არ იცით, რომელი პარტია პასუხობს უკეთ თქვენს ინტერესებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა