თეგებით ძიება

კაცმა ცოლი მოკლა და შვილს დაზიანება მიაყენა - საზარელი შემთხვევის ახალი დეტალები

კაცს, რომელსაც ცოლის მოკვლას ედავებიან, პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

"კურიერმა" სადახლოში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცის ვინაობა გაარკვია - ის არის 55 წლის ავაზ ხალიევი, რომელსაც ბრალი ოფიციალურად გააცნეს და რამდენიმე საათში რუსთავის სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

ცნობილია, რომ სასამართლო სხდომაზე, პროკურატურა მამაკაცის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

რაც შეეხება მომხდარს, ოფიციალურ მოტივად მეუღლესთან კონფლიქტი სახელდება. ადგილობრივები საუბრობენ იმაზეც, რომ მამაკაცს, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონოდა, ვინაიდან ის გარკვეული დროის განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. ის სულ რამდენიმე დღის გამოწერილი იყო კლინიკიდან, მას ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. მამაკაცმა სწორედ ამ პერიოდში მოკლა საკუთარი მეუღლე.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემზარავ დანაშაულს მოკლულის ვაჟიც ესწრებოდა, რომელიც მამის შეკავებას ცდილობდა და ამ დროს მანაც მიიღო დაზიანება.

"ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მამაკაცს ჰქონია ფსიქოლოგიური პრობლემა და ის მკურნალობდა საავადმყოფოში. ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაუშვეს რამდენიმე დღით სახლში. ცოლი ეუბნებოდა, რომ შენი წამალი დალიეო, არ მოეწონა ეს მიმართვა და გაღიზიანებულა, აიღო დანა და დაარტყა. თვითონაც ცდილობდა დაზიანება საკუთარ თავზე მიეყენებინა, ხელი მისმა შვილმა შეუშალა. როგორც ვიცი პატარა დაზიანება მის შვილსაც აქვს. ამის შემდეგ დააბრუნეს კლინიკაში," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა