"ღმერთო სად ხარო... სტიქიის ზონიდან 55 კილომეტრის დაშორებით იპოვეს, გუშინ მომდევნო ცხედარი" - რას წერს თამო კეშელავა?
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რაჭაში საშინელება დატრიალდა.
"ღმერთო სად ხარო, ხშირად კითხულობენ ბოლო დროს და ისევ იქაა, სადაც აქამდე იყო, ადამიანებში...
ეშმაკიც რომ მოგეკითხათ, ისიც აქაა, ცნობისთვის...
სტიქიის ზონიდან 55 კილომეტრის დაშორებით იპოვეს გუშინ მომდევნო ცხედარი და იმ კაცს, მიწაში შვილების მძებნელ კაცს, რამდენი კილომეტრით მეტი აქვს სასიარულო, მარტო მაგაზე ვფიქრობ...", - წერს კეშელავა.