ავტობუსში მგზავრი იარაღით იმუქრებოდა - რა მოხდა ბათუმში? (ვიდეო)
ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს აჭარის საავტომობილო ფედერაციის ქალთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, ლია მგელაძის გადაღებულ ვიდეოს და წერს:
“ცოტა ხნის წინ ბათუმში, ავტობუსში, ერთ-ერთი მგზავრი იარაღით ხელში, სროლით იმუქრებოდა.
მგზავრების ნაწილმა ავტობუსიდან მისი შეუმჩნევლად გაპარება სცადა, მაგრამ პოლიციამ დააკავა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული, დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია”, - წერს ბერულავა.