"რამდენიმე ვერსია შემხვდა დღეს ინტერნეტში, რომ სუიციდი იყო, რომ მთვრალი მძღოლი დაეჯახა" - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის დედა?
სკოლა „ქორალი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ ხავთასი გარდაიცვალა.
დაღუპული ბიჭის დედა, საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და ინტერნეტში ვერსიების გავრცელების შესახებ წერს.
„მეგობრებო ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. მადლობა ვინც მომისამძიმრეთ, ვინც პირადში მომწერეთ, ძალას რომ მივიკრებ, დაგიბრუნდებით, ვინც მოხვედით და ვინც აპირებთ.
რამდენიმე ვერსია შემხვდა დღეს ინტერნეტში, რომ სუიციდი იყო, რომ მთვრალი მძღოლი დაეჯახა და არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია ძალიან გთხოვთ! სამწუხაროდ ნიკა გადმოვარდა ჩვენივე აივნიდან, 9 სართულიდან და გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისე რომ ხვალ წესს აუგებენ. მოიხსენეთ ნიკოლოზი ვისაც შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა” – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა მაკა ზედელაშვილი.