თეგებით ძიება

„თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით, ასე რომ goodbye my darling“ - ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს

„მავნებელი ხართ თქვენ ქალბატონო ყოფილო ელჩო, მე მინდა ეს პირდაპირ გითხრათ. თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყავით“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს.

ზარქუას განცხადებით, კელი დეგნანი, „როგორც ელჩი ვერ შედგა“.

„ძალიან ვწუხვარ ქალბატონ ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენი საქმიანობით ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდეთ. ალბათ თქვენ იყავით ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და სამჯერ, ოთხჯერ ჩვენ ეს ჩავახშეთ, იმიტომ, რომ საქართველოს ინტერესებში და მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი და არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა.

მე მქონდა მცდელობა, რომ ბოლოს ლამაზი სიტყვით გამეცილებინეთ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ასე რომ goodbye my darling”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა