ოპოზიცია ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე - გურამ მაჭარაშვილი
მხოლოდ უნდათ, რომ ზედაპირზე იტივტივონ - ეს ხალხი ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც შოვში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე რადიკალური ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ის ფატი, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები არ ჩასულან და ისე ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, უკვე ნიშნავს იმას, რომ რადიკალურ ოპოზიციაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და არსებობს. მხოლოდ უნდათ, რომ ზედაპირზე იტივტივონ და ეს ხალხი ცოცხლობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. იქ არ ჩასულან. იქნებ, ნახავდნენ რაიმე არგუმენტს, კომისიის შექმნისთვის რომ გამოადგებოდათ, ან იქნებ, ცოტა ხნით გადაიფიქრებდნენ და იტყოდნენ, მოდით, დაველოდოთ, გამოძიება რას იტყვის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.