თეგებით ძიება

როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ და საშიშია ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის - ლევან ხაბეიშვილი

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე - სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს საქმე ბოლომდე ქართველი ხალხის მისაყვანი იქნება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თმით, „გაფორმება სჭირდება იმას, რომ ქართველ ხალხს რუსული ხელისუფლება არ უნდა“.

„როცა პუტინი, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი გაქებს, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემაა. პარალელურად, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის და შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს. იმას, რომ რუსული ხელისუფლებაა, იმას, რომ რუსული პარტია არ უნდა ქართველ ხალხს, იმას, რომ ამ რეჟიმში ცხოვრება საქართველოს მოქალაქეს აღარ უნდა, სჭირდება გაფორმება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე, სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს მოქალაქეს, სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს საქმე ბოლომდე ქართველი ხალხის მისაყვანი იქნება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა