"შოვი დიდი ტრაგედიაა... ძალიან ვწუხვართ, მარიამ მაისურაძის დაღუპვის გამო" - რას წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი? (ფოტო)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი დიდი ტრაგედიის გამო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებს, მთელ საქართველოს.
სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს მარიამ მაისურაძეს დაკრძალავენ სამშაბათს, 22 აგვისტოს, ქ. რუსთავში", - წერს უნივერსიტეტი.