თეგებით ძიება

ახალშობილების მკვლელობისთვის, ბრიტანელ მედდას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ბრიტანელ მედდას, ლუსი ლეტბის, რომელმაც 7 ახალშობილი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება მედდას, რომელმაც ახალშობილები 2015-16 წლებში ჩესტერის კლინიკაში დახოცა.

ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში მას "ბავშვთა სერიულ მკვლელს" უწოდებენ. ცნობილია ისიც, რომ ქალმა კიდევ 6 ბავშვის მოკვლაც სცადა. ლუსი ლეტბი დამნაშავედ ნაფიცმა მსაჯულებმა ცნეს.

პროკურორმა კი სასამართლო სხდომაზე საქმეში მონაწილე ექსპერტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი "სისხლში ჰაერის შეყვანა" იყო. დანარჩენი ბავშვები კი, მისი თქმით, ინსულინის ინექციით მოკლეს. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა