თეგებით ძიება

ჰავაიზე, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 114-მდე გაიზარდა

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 114 ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 

კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მაუის დასავლეთით ტყის ხანძრის 80%-ს უკვე აკონტროლებენ. მათივე განცხადებით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი გამოკვლეულია.

ხანძრის შედეგად 2 200 -მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა. ექსპერტების შეფასებით, ქალაქში ზარალი 5,5 მილიარდ დოლარს აღწევს.

 ხანძარი ჰავაიზე 8 აგვისტოს გაჩნდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა