თეგებით ძიება

მეუღლის მკვლელობის დროს, შვილიც დაჭრა - მარეულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი

57 წლის ავაზ ხალილოვი, რომელმაც სოფელ სადახლოში მეუღლე ხანჯლით მოკლა, რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პროცესზე გაირკვა, რომ 48 წლის კონულ ხალილოვა ბრალდებულმა შვილისა და მოხუცი დედის თანდასწრებით მოკლა. მკვლელობის იარაღი ხანჯალია, რომელსაც ბრალდებული სახლში ინახავდა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელობის იარაღი დამალა და მიმალვა სცადა, თუმცა ის პოლიციამ ცხელ კვალზე აიყვანა.

პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულმა ბრალიც აღიარა და დამალული იარაღის ადგილსამყოფელიც გაამხილა.

რატომ შეცვალა აღიარება დუმილით - ადვოკატი არ აკონკრეტებს. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ბრალდებულმა მედიასთან კომენტარი აუკრძალა.

ის, რომ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, საქმის მასალებით, ამ ეტაპზე, არ დასტურდება. იყო თუ არა შერაცხადი დანაშაულის ჩადენის მომენტში ავაზ ხალილოვი - ამას ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაადგენს.

ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები და მეუღლესთან კონფლიქტი - სადახლოში მომხდარ მკვლელობაზე საუბარს ერიდებიან.

მომხდარზე მხოლოდ ადგილობრივი უფლებადამცველი საუბრობს. სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, ავაზ ხალილოვმა მეუღლის მკვლელობის დროს, ჭრილობა შვილსაც მიაყენა, რომელიც მამის შეკავებას ცდილობდა.

ბრალდებულს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა