თეგებით ძიება

„რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა: იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა“ - თამარ ცაგარეიშვილის ემოციური პოსტი

ტელეჟურნალისტი, თამარ ცაგარეიშვილი მსახიობ, გოგი ქავთარაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

„გამოვეთხოვეთ. მძიმე დღეები იყო....

„რაღაც პათეტიკური მას სიკვდილშიც დაჰკრავდა:

იწვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არვის არ ჰგავდა.

ეს სიკვდილი, ეს დაფნა, ეს მზე ოქროცურვილი -

იყო ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სურვილით.

დირიჟორი თვით იყო! რაც მოხდა და გათავდა

და რაც ახლა ხდებოდა, - მისი ჟინი მართავდა...“

წამლეკავი ნიჭის  და ენერგიის პატრონი იყო გოგი ხარაბაძე, მოუთოკავი ჟინის და განუმეორებელი ხმის პატრონი. სიტყვის  გახედვნის უბადლო ოსტატიც იყო....

მე მინახავს, როგორ ათვინიერებდა სიტყვებს, როგორ აყენებდა თავის სამსახურში ყოველ ჯერზე, როგორ გრძნობდა მათ ‘’ეთერულ სხეულს’’.

მე მინახავს  როგორ ებრძოდა , მარტო ‘’ბიბლიას’’ და როგორ გაშალა  ის მარტომ, მრავალ ხმაში.

.....და როგორც სიტყვა იყო პირველად და იქნება მარად, ისე დარჩება მისი ნამღერი ‘’ბიბლია’’, ‘’ვეფხისტყაოსანი’’,  ქართული პოეზიის შედევრები მარად, როგორც მის მშობლიურ ენაზე, მისი ხალხისთვის შექმნილი ‘’სამკურნალონი’’....

გმადლობ, მეგობარო! მსუბუქი იყოს შენთვის ქართული მიწა, განისვენე მშვიდად!“ - დაწერა ცაგარეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა