ბათუმში, სასტუმროს 26-ე სართულიდან კაცი გადავარდა
ბათუმში, სასტუმრო „ორბი სითის“ შენობის 26-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადავარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, შემთხვევა დაახლოებით, დილის 8 საათზე მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან.
შნაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.