„რაც უფრო აგრესიულად ეცდებიან სიმართლის მთქმელების “გაშავებას”, უფრო დარწმუნდება საზოგადოება, რომ არც თუ ცოტა აქვთ დასამალი“ - ნიკა მელია
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია სეისმოლოგ, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინფორმაციის დამალვისა და “სხვა რეალობის” შექმნის პროცესში, ოცნების პროპაგანდა საკუთარ ფსკერსაც კი ჩაცდა.
არ უნდა არსებობდეს “მოწმე”, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ იბრძოლა სიცოცხლისთვის და ისე გადარჩა…ან თუ არსებობს უნდა “გააშავონ”.
არ უნდა არსებობდეს მეცნიერი, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ სტიქიის არა, მაგრამ ამხელა მსხვერპლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ახლა ცდილობენ თეა გოდოლაძის გაშავებას, რომ შეცვალონ რეალობა.
საბჭოთა კავშირიც ასეთი იყო – ჩერნობილის კატასტროფასაც ასე მალავდნენ…
თუმცა, რაც უფრო აგრესიულად ეცდებიან სიმართლის მთქმელების “გაშავებას”, უფრო დარწმუნდება საზოგადოება, რომ მართლაც, არც თუ ცოტა აქვთ დასამალი..” – წერს ნიკა მელია.
ცნობისთვის, დღეს რუსთავი 2-მა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.