„დაიჭირეთ, პირდაპირ დაიჭირეთ, თუ ჩრდილოეთ კორეაა, ბოლომდე იყოს!“ - თამო კეშელავა
ჟურნალისტი, თამო კეშელავა სეისმოლოგ, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„გახსოვთ, ბაჩალიაშვილის მამას გამოუქვეყნეს, მაგას ადრე შემაკავებელი ჰქონდა ოჯახის წევრზეო, 12 წლის წინო...
ერთი-ერთშია მეთოდები ყველასთან.
დაიჭირეთ, პირდაპირ დაიჭირეთ, თუ ჩრ. კორეაა, ბოლომდე იყოს“, - წერს კეშელავა.
ცნობისთვის, დღეს რუსთავი 2-მა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.