თეგებით ძიება

დიახ, სტიქიის ზონებში „ვალინკებით“ ჩავდივარ და არა ბახილებით - ლევან ხაბეიშვილი

სტიქიის ზონებში, დიახ, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ შეურაცხყოფა რომ არ მივაყენო გარდაცვლილ ბავშვებს და ადამიანებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, პირადად, როგორც პარტიის თავმჯდომარე რატომ არ ჩავიდა რაჭაში, სტიქიის ზონაში.

„რაც შეეხება ტრაგედიის ადგილს, სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაციები რომ არ ყოფილიყო, ამიტომ ავარიდეთ თავი, მათ შორის ჩასვლას. თქვენ ვერ იპოვით სპეკულაციის ვერც ერთ ფაქტს, განცხადებას, რომ აი, „ნაციონალური მოძრაობა” ადგილზეა პოლიტიკური ნიშნით. ეს ჩვენ არ გვაინტერესებდა იმ პირობებში, როდესაც ადამიანები დაიხოცნენ, ბავშვები მოკვდნენ და თქვენ, მეუბნებით, რომ „ფოტო რატომ არ გადავიღე და არ ჩავედი იქ“. სტიქიის ზონაში, იქ, სადაც ვერტმფრენით შეუძლებელი იყო მისვლა, როგორ შეიძლება ოპოზიციონერი ჩავიდეს და თქვას, „აქ რამეს გავაკეთებ“. გურჯაანში გავაკეთე და გავაკეთებ მომავალში, დღესაც დაინტერესებული ვარ, იქ სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მდგომარეობით.

პროპაგანდა, რომელიც რუსულ პარტიას აქვს აწყობილი, დგას იმაზე, რომ მათ პასუხი არ მოსთხოვო. თქვენ კმაყოფილი ხართ, ფოტოები რომ გადაიღო ირაკლი კობახიძემ? ღარიბაშვილი რომ ვერტმფრენით ჩავიდა, კმაყოფილი ხართ? ეს არის ხელისუფლება? სამაშველო ვერტმფრენი რომ მოცდა ღარიბაშვილის ჩაფრენით, ეს არის ნორმალური და ადეკვატური? ჩვენი წარმომადგენლები 24 საათის განმავლობაში სტიქიის ზონაში იყვნენ დამატებითი სპეკულაციის გამოსარიცხად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა