თეგებით ძიება

მივიღე ხერხემლის სერიოზული ტრავმა, მაგრამ ახლა... - რა უთხრეს მზია ორველაშვილს ექიმებმა?

ხანგრძლივი რეაბილიტაცია ორი თვის წინ დავასრულე. დღეს ექიმი მეუბნება, ისეთი მდგომარეობა გაქვს, თითქოს არასდროს გქონია პრობლემაო, - მოცეკვავე მზია ორველაშვილი, რომელიც ამჟამად „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბევრ სეზონში მონაწილეობდა.

„როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დასრულდა, მივიღე ხერხემლის სერიოზული ტრავმა და ამან გამოიწვია ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ისეთი სიტუაცია მქონდა, ცეკვაზე ფიქრი კი არა, შეიძლებოდა, გადაადგილებისთვის ეტლი დამჭირვებოდა…

ხანგრძლივი რეაბილიტაცია ორი თვის წინ დავასრულე. დღეს ექიმი მეუბნება, ისეთი მდგომარეობა გაქვს, თითქოს არასდროს გქონია პრობლემაო. უფალს მადლობა, რომ დღეს შემიძლია ცხოვრება გავაგრძელო და ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე…“, - ამბობს ორვალაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა