თეგებით ძიება

„შენ კარგად იყავი და ტვ ნადეჟდას "ჩინური" ფეიკი რას იტყვის შენზე, მაგაზე ნუ იღელვებ“ - გვარამია გოდოლაძეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სეისმოლოგ, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„რუსთავი 2ზე მე არაფერს არ ვამბობ, პრინციპით, მკვდარზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ნუ, გარდაცვალების თარიღი როდის დადგა ამ არხის - ისედაც ყველამ ვიცით. 

Tea Godoladze შენ კარგად იყავი და ტვ ნადეჟდას "ჩინური" ფეიკი რას იტყვის შენზე, მაგაზე ნუ იღელვებ, რომ არ ამბობდნენ, ის გიკვირდეს. 

შენ კარგად იყავი და იმათმა იკითხონ (ოპოზიციაშიც, სამოქალაქო სექტორშიც და საზოგადოებაშიც), ვინც დღემდე ვითომ იმედის უკეთეს თუ ლაით ვერსიად გვასაღებს ამ, სინამდვილეში, ურეიტინგო იმედს“, - წერს გვარამია.

ცნობისთვის, დღეს რუსთავი 2-მა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა