თეგებით ძიება

"ავტობუსში, ქალბატონმა, თუ არ ვცდები სახელად: ლალიმ, ძალიან უხეში, მიუღებელი ფორმებით მისცა შენიშვნა ახალგაზრდა გოგოს" - რას წერს ავთო დვალიშვილი?

ავტობუსში, ქალბატონმა, თუ არ ვცდები სახელად: ლალიმ, ძალიან უხეში, მიუღებელი ფორმებით მისცა შენიშვნა ახალგაზრდა გოგოს, - ამბობს პიარმენეჯერი, ავთო დვალიშვილი.

"ავტობუსში, ქალბატონმა, თუ არ ვცდები სახელად -  ლალიმ, ძალიან უხეში, მიუღებელი ფორმებით მისცა შენიშვნა ახალგაზრდა გოგოს და როგორც ვიდეოთი მივხვდი, მხოლოდ იმიტომ, რომ შორტები ეცვა... ვინ ეკითხებოდა, რატომ გადაწყვიტა ასე საჯაროდ ამის გაკეთება, კაცმა არ იცის. მოკლედ ჩემი აზრით 100%-ით მტყუანია ამ ამბავში... და სწორადაც გასცა პასუხი იქვე,  აგრესიის ადრესატმა გოგომ...

დღეს კი მიდის ამ ქალბატონის (ლალის) რასაც ჰქვია საყოველთაო  ჩაქოლვა და ვინც ამას აკეთებს, ჰგონია უფრო უკეთესად იქცევა, ვიდრე გუშინ ლალი მოიქცა?

შთაბეჭდილება მრჩება, ადამიანები ჩასაფრებულები არიან, იქნებ ვინმეს რამე შეეშალოს, იქნებ ვინმეს ფეხი გადაუბრინდეს, იქნება ვინმე გასალანძღი იყოს და მერე მიდი, იწყება რაც იწყება... ასეთი დაუნდობლობა მართლა არ ვიცი... და კიდევ, ასევე შთაბეჭდილება მრჩება, რაც მეტად ბილწსიტყვაობს, რაც მეტად აბულინგებს სხვას, ჰგონია, რომ უფრო ძლიერია, უფრო თავისუფალია, უფრო დემოკრატია და რაც მთავარია, რო რამე, ადამიანის უფლებების დამცველის პრეტენზიაც ექნება... ნწ...

ძალიან გთხოვთ მე არ მკითხოთ რა მოხდაო...:)) გადავსებულია სოც ქსელი ამ თემით, მოძებნეთ და წაიკითხეთ...", - წერს დვალიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა