თეგებით ძიება

„გაგანია საბჭოთა ეპოქაა და ზუგდიდის ქარხანაში თევზებს ხატავენ. მაშინ პეტრეც იკრძალებოდა და პავლეც“ - რა ფოტოებს აქვეყნებს გოდერძი შარაშია?

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის ნაწარმ თეფშების ფოტოებს აქვეყნებს და წერს.

„ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის ნაწარმი.

1980 -იანების ბოლო.

თევზები.

გაგანია საბჭოთა ეპოქაა და ზუგდიდის ქარხანაში ფაიფურზე თევზებს ხატავენ. ხელითაა შესრულებული.

არცერთი თევზი ერთმანეთს არ გავს.

მე "პეტრეს თევზს" მივამსგავსე, მაგრამ მაშინ პეტრეც იკრძალებოდა და პავლეც. 

 ზუგდიდის ფაიფური საბჭოეთში და საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში გადიოდა.

ახლა ალბათ სულ რამდენიმეა ასეთი თეფში შემორჩენილი.

ეს " თევზები" წლების წინ სიმამრმა მაჩუქა, რომელიც ადრე ფაიფურის ქარხანაში  მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა“, - წერს შარაშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა