ხალხო, თქვენც გპარავენ სარეცხს? ეს ყველაფერი სამარცხვინოა - ჯვრისწერისთვის ნაყიდი ტანსაცმელი მოიპარეს
რუსთავის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე წერს, რომ ჯვრისწერისთვის შეძენილი ტანსაცმელი მოჰპარეს.
„ხალხო, თქვენც გპარავენ სარეცხს? დღეს, დილას ან ღამე, ვიღაცამ ჩამოხსნა ჩემი სარეცხი, 2 შარვალი და ერთი პერანგი ჯვრისწერისთვის ნაყიდი. არ ვიცი, როგორ დავწყევლო, მაგრამ რა სინდისით ჩაიცვამ და ივლი.
ღმერთი მაღლიდან იყურება. თუ ამ პოსტს ნახავ, დააბრუნე და გადაკიდე ფანჯარაზე. თორემ სხვანაირ ზომებს მივიღებ.... ეჭვი მაქვს ვისი ჩადენილიცაა,“ - ვკითხულობთ პოსტში.