თეგებით ძიება

„აქ ახალგაზრდები სძულთ, სძულთ პროგრესი... მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა სჭირდებათ, სადაც ყველაფერი მოსულა“ - გოჩა მირცხულავა

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

"ხე, სახლი და შვილიო - აბა, მითხარით, რამდენი უნდა გამოიმუშაოს ახალგაზრდამ დამოუკიდებლად, სახლი რომ ააშენოს (იყიდოს), ოჯახი შექმნას? ხეც რომ დარგოთ მის ჩეროში დასვენებას რამდენი ხნის შემდეგ შეძლებთ?

აქ ახალგაზრდები სძულთ, სძულთ პროგრესი. აქ სახელმწიფო სძულთ და მხოლოდ უთავმოყვარეო ქვეყანა სჭირდებათ, სადაც ყველაფერი მოსულა.... აქ ხელისუფლებას და ხალხის უმრავლესობას ჩამქრალი ნათურა აწყობს და დღის სინათლეს უფრთხის - მათი ცხოვრების არსი ქურდის და ბნელი ღამის ამბავია....

აქ არაფერი იცვლება იმიტომ, რომ აქ ცვლილება სკამებზე ადამიანების ცვლილება ჰგონიათ...

საქართველო დღეს პოლიტიკოსებისა და ხალხისგან გაყიდული გეოგრაფიული ერთეულია...." - წერს გოჩა მირცხულავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა