თეგებით ძიება

„თეა გოდოლაძის ორკესტრირებული ე.წ. ვექილობა ორმაგი სტანდარტების მქონე „ნაცბაბლის“ მხრიდან უსუსურია“ - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სეისმოლოგ, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის „დამცველებს“ მიმართავს.

„თეა გოდოლაძის ორკესტრირებული ე.წ. ვექილობა ორმაგი სტანდარტების მქონე „ნაცბაბლის“ მხრიდან უსუსურია. თუ რადიკალების დეზინფორმაციის ერთ-ერთი რუპორი ძალადობაშია ეჭვმიტანილი, ეს თურმე შეუძლებელია და „პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა“. თუკი ნაცსექტას არ მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, იმის უდანაშაულობის პრეზუმფციის ყოველ ჯერზე დარღვევა შეიძლება. ხოლო საჯარო პირზე, ნაცსექტასთან აფილირებულ თ. გოდოლაძეზე სავარაუდო ბრალდებების განხილვა თურმე არ შეიძლება. ტაბუდადებული საკითხები სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო, ის დრო დიდი ხანია წასულია. 

სავარაუდო ნამდვილად არაა ის, რომ თეა გოდოლაძე წლებია ხალხზე ძალადობს ფსიქოლოგიურად მანიპულაციებით, სიცრუით და ეს ყოველმხრივ დასაგმობია.

იძალადა თუ არა სეისმოლოგმა გოდოლაძემ არასრულწლოვანზე, ამას დამოუკიდებელი და არა ზურაბ ადეიშვილის ჯიბის სასამართლო გადაწყვეტს“, - წერს აბაშიძე.

ცნობისთვის, დღეს რუსთავი 2-მა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა