თეგებით ძიება

გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა, საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულება, რომ ეს ბიჭი არის ნაცემი - დაზარალებულის ადვოკატი

„თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა. საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში დაზარალებულის ადვოკატმა ნინო ბარაჩაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისში და დღეს გაკეთებული მისი კომენტარი, თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენა, არის სიცრუე.

„თეა გოდოლაძის მხრიდან არასრულწლოვან ბავშვზე განხორციელდა ძალადობა. თეა გოდოლაძეს ბრალი აქვს წარდგენილი ამ საკითხთან დაკავშირებით. საინტერესოა ის გარემოება, რომ თეა გოდოლაძეს ბრალი წარედგინა ამა წლის ივლისის თვეში, თუმცა, დღეს მისგან მოვისმინეთ კომენტარი, რომ თითქოსდა შოვში ტრაგიკული გარემოებებიდან გამომდინარე მოხდა პროკურატურის მხრიდან ამაზე ბრალის წარდგენა, რაც სრული სიცრუეა. საქმეში მოიპოვება უამრავი მტკიცებულებები, რომ ეს ბიჭი არ გახლავთ დამნაშავე, პირიქით იგი არის მსხვერპლი, დაზარალებული და ნაცემი თეა გოდოლაძის მხრიდან“, - აცხადებს ნინო ბარაჩაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა