თეგებით ძიება

274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროდან ორი ბავშვი გამოიყვანეს - რა ხდება პაკისტანში?

პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერებული საბაგიროს კაბინიდან ორი ბავშვი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამართალდამცველის ცნობით, ორივე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი საბაგიროს კაბინაში საათების განმავლობაში, დილის 07:15 საათიდან იმყოფებოდნენ.

არსებული ცნობებით, ამჟამად გონდოლაში კიდევ ხუთი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი რჩება. სამაშველო ოპერაცია სამხედრო ვერტმფრენების ჩართულობით მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

საბაგირო ხაიბერ-პახტუნხვას მაღალმთიან პროვინციაში ტრანსპორტის გავრცელებული სახეობაა, ვინაიდან პაკისტანის აღნიშნულ რეგიონში ცუდი საგზაო კავშირია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა