თეგებით ძიება

საბერძნეთში, ხანძრის ზონაში 18 ადამიანის იპოვეს

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ქვეყანა ტყის ხანძარს ებრძვის, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია Reuters საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან გაუჩინარების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა, სავარაუდოა, რომ ესენი იყვნენ ქვეყანაში არალეგალურად შემოსული ადამიანები“, – აცხადებენ სახანძრო სამსახურში.

ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. Reuters-ის ცნობით, საბერძნეთის რეგიონი, სადაც ცხედრები იპოვეს, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია.

19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელი ევაკუირებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა